დღეს ინტერნეტში „დიორის“ ახალი პარფიუმის J’adore Absolu-ის სარეკლამო რგოლი გამოჩნდა. ვიდეორგოლის მთავარი გმირი შარლიზ ტერონია, რომელიც ბრენდთან 2011 წლიდან თანამშრომლობს. ამჯერად კლიპი 43 წლის მსახიობის მონაწილეობით ძალიან ცხელი და პროვოკაციული გამოვიდა, რადგან რეკლამაში ოსკაროსანი მსახიობი შიშველი პოზირებს.
კლიპი მთლიანად ოქროსფერშია გადაწყვეტილი და ტერონს ვიდეოში აუზში ვხედავთ. კლიპის თიზერი თავად „დიორის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. საინტერესოა, რომ ოქტომბრის დასაწყისში კლიპის სხვა თიზერიც გამოჩნდა.