რუსთაველის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. საახალწლოდ თეატრში წარადგენენ სპექტაკლს „შობა ტიფლისში“. ინსცენირების ავტორები არიან რობერტ სტურუა, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე და ნინო კანტიძე.
სპექტაკლში ძველი თბილისის ამბები იქნება გაცოცხლებული, წარმოდგენილი იქნება ხუმრობები და ოინები იმ ვოდევილებიდან და სპექტაკლებიდან, რომლებიც რუსთაველის თეატრის სცენაზე სხვადასხვა დროს სრულდებოდა.
ძველი ყარაჩოხელები, კინტოები და ხანუმები – სპექტაკლში გაიხსენებენ წარსულ და აჩვენებენ დღევანდელობასაც.
„შობა ტიფლისში“ ნახვა შეგიძლიათ რუსთაველის თეატრში, 3-15 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირას კი – ორჯერ.
სპექტაკლის კომპოზიტორია მიშა მდინარაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი – ია საკანდელიძე, ხოლო ქორეოგრაფი, კოტე ფურცელაძე.

