LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შობის დღესასწაულს უკავშირდება ეკლესიებში ხალხმრავლობა და სტუმრიანობა, ეს რისკის მატარებელია: თამარ გაბუნია მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

92
FORTUNA.GE- (1)

“კიდევ ერთი შეზღუდვის მოხსნა იქნება 6 დეკემბრის ღამეს, შობის დღესასწაულზე. ამ დღესასწაულს უკავშირდება ეკლესიებში ხალხმრავლობა და ასევე სტუმრიანობა. ეს ყველაფერი არის რისკის მატარებელი. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოსახლეობას, ნუ დავივიწყებთ პირადი დაცვის საშუალებებს და სტუმრიანობასაც მოვერიდოთ.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, უკვე რამდენიმე კვირაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო, ასევე რელიგიურ მსახურებს ტესტირების პროექტში ჩართვა შესთავაზა:

“რაც შეეხება ეკლესიებში ინფექციის გავრცელების კონტროლს, უკვე რამდენიმე კვირაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაიწყო კონკრეტულად რელიგიური მსახურების, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებისთვის ტესტირებების შეთავაზების პროექტი, იმისათვის, რომ თუ რელიგიურ პირებში სავარაუდო შემთხვევაა, მოხდეს მისი დროული იდენტიფიცირება და ამ პირმა იმ კონკრეტულ დღეს მსახურებაში მონაწილეობა არ მიიღოს. ეს არის პრევენციული ზომა, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა მიღებულია.” – განაცხადა გაბუნიამ.

mazda magti 5g