საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით. ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ. ძალადობის გამართლება არ შეიძლება. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ახლობლებისთვის“, – წერს ზურაბიშვილი.
იერუსალიმში, სინაგოგასთან მომხდარ შემთხვევას სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. სამი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.
ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.
იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა, პოლიციის ინფორმაციით თავდამსხმელი 13 წლის პალესტინელია