LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შოკის მომგვრელია, ევროკავშირი ცდილობს მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს გადააბრალოს“ – ზახაროვა გინტურის მკვლელობაზე

250
მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა რუსი ოკუპანტების მიერ კირბალში საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის, მკვლელობას გამოეხმაურა და რუსეთის მიმართ გამოხატულ ბრალდებებს საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში პოლიტიზებული უწოდა.

ზახაროვას თქმით, „ევროკავშირი ცდილობს“ ეს რუსეთს გადააბრალოს.

„თამაზ გინტურის დაცხრილული მანქანა“ – დავით ქაცარავა ოკუპანტების მიერ მოკლული მოქალაქის ავტომობილის ფოტოებს აქვეყნებს

როგორც მანვე აღნიშნა, ევროკავშირი ხელმძღვანელობს „პოლიტიზებული და ცრუ შეფასებებით, სამხრეთ ოსეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს.“

„გაკვირვებულები ვართ ევროკავშირის ამ პოზიციით, მათ უგულებელყვეს აშკარა ფაქტები და ოსური მხარის დეტალური განმარტებები, რაც გაკეთდა.

ყველაზე შოკის მომგვრელი ის არის, რომ ბრიუსელი კატეგორიულად ცდილობს მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთზე გადაიტანოს.

„რუსს რომ დავენახე იქ გამაჩერებდა?! ან არ მომკლავდა ან არ წამიყვანდა?! არავინ დამინახავს“ – რას ჰყვება გინტურთან და დოთიაშვილთან სალოცავზე ასული მესამე პირი

ეს არის პოლიტიზებული, ცრუ შეფასებები“. – განაცხადა ზახაროვამ და თქვა, რომ ეს ყველაფერი ცხადყოფს ევროკავშირის აშკარა მიკერძოებასა და ჩართულობას.

ზახაროვას თქმით, ევროკავშირის ასეთი პოზიცია „ძირს უთხრის მის როლს, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაციის თანათავმჯდომარე საერთაშორისო დისკუსიას ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ“.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

ცხინვალის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახური“ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: „საზღვრის დამრღვევები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მესაზღვრეებს დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

„რაღა უნდა მოხდეს? ახალგაზრდა ბიჭი მიწაში ჩავდეთ, ფეხზე დადექით, გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით“, „რუსებს რა უნდათ აქ?.. 92 წლის კაცი ვარ, სოფელი დავტოვოთ და წავიდეთ?“ – სოფელ კირბალის მცხოვრებლები

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ 

 

 

magti 5g