LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შონ პენის ხუთი ქერათმიანი ქალბატონი

508

არაფერი არ ამშვენებს მამაკაცს ისე, როგორც მასზე შეყვარებული ქალი. ორგზის ოსკაროსანის და გამოუსწორებელი ბუნტისთავის შონ პენის დონჟუანური ნუსხა კი, ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მის მიერ შესრულებული როლების სია, თუმცა ყველაზე ხმაურიანი რომანები მსახიობს მაინც ქერათმიან ქალბატონებთან ჰქონდა.

 

მადონა

1

 

შონ პენი მხოლოდ ორჯერ იყო ოფიციალურად დაქორწინებული. პირველად მსახიობმა მადონაზე იქორწინა 1985 წელს. წყვილი ერთმანეთს Warner Brothers-ის კინოსტუდიაში შეხვდა ”შანხაის სიურპრიზის” გადაღებებზე. ფილმი სამარცხვინოდ ჩავარდა გაქირავებაში, მადონამ კი, ”ოქროს ჟოლოს” პრემია მიიღო, ყველაზე ცუდმა მსახიობის ნომინაციაში, სამაგიეროდ მის ცხოვრებაში გამოჩნდა ის, ვისაც თვითონ ”მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მამაკაცი” უწოდა.

 

Capture

 

რამდენიმეთვიანი ნაცნობობის შემდეგ წყვილი დაქორწინდა. თუმცა, ოთხწლიანი ქორწინება ”ყველაზე ლამაზი მამაკაცთან” არც ისეთი რომანტიკული აღმოჩნდა, როგორც მადონას ეგონა – პენი ისეთივე ტემპერამენტით ცემდა მას, როგორც უყვარდა. პოპ-დივას მოთმინების ფიალა 1989 წელს აივსო, როცა ცოცხალ-მკვდარმა ჯერ აგრესიულ ქმარზე შეიტანა საჩივარი პოლიციაში, მერე კი, განქორწინებაც მოითხოვა.

 

რობინ რაიტი

 

2

 

მადონასთან სკანდალური დაშორების შემდეგ, პენმა რობინ რაიტი გაიცნო, რომელიც მისი მეორე ოფიციალური ცოლი, შვილების დედა და ცხოვრების მთავარი ქერათმიანი ქალბატონი გახდა. რობინის გვერდით დებოშირმა პენმა თავშეკავება ისწავლა და მთელი 22 წელი ერთი შეხედვით მშვიდად, სკანდალების გარეშე ცხოვრობდა.

 

Robin Wright Penn and Sean Penn arrives at the 81st Academy Awards at The Kodak Theatre on February 22, 2009 in Hollywood, California. (Photo by Steve Granitz/WireImage)

Capture

 

თუმცა ჰოლივუდელი წყვილის ურთიერთობა ნაკლებად ჰგავდა ზღაპარს, უფრო იმ ”სანტა-ბარბარას”, სადაც რაიტმა თავისი კინოკარიერა დაიწყო. ხშირი ღალატი და კამათი, დაშორება და ისევ შერიგება – წყვილმა ორჯერ შეიტანა განცხადება განქორწიბებაზე და უკანვე გამოიტანა ოჯახის შენარჩუნების იმედით. რთულ ურთიერთობებს ბოლო 2010 წელს მოეღო. პენი და რაიტი კი, მეგობრებად დარჩნენ ერთმანეთს.

 

5

 

პეტრა ნემკოვა

ჩეხ სუპერმოდელს პეტრა ნემკოვას პენი ორჯერ შეახვედრა. პირველად, დაქორწინებული იყო, მაგრამ მოროგი კონფლიქტი ჰქონდა რობინთან. პაპარაცებმა წყვილს ჰაიტის პლიაჟზე მიაგნეს, სადაც მოდელი და მსახიობი საქველმოქმედო მისიით იყვნენ ჩასული.

 

690x472_0xd42ee42a_10629917251439822366

 

მეორე შეხვედრისას, პენი უკვე თავიუსუფალი იყო, არაფერს მალავდა და გრძელფეხება მოდელთან ერთად, ჯერ კანის კინოფესტივალზე გამოჩნდა, მერე კი, რომანტიკული საღამო მოუწყო მექსიკაში. თუმცა, რომანტიკა მალე დასრულდა, წყვილი ერთმანეთს დაშორდა და დღეს, მხოლოდ საქველმოქმედო წვეულებებზე და მხოლოდ საქმიანი ტონით ურთიერთობენ ერთმანეთთან.

 

სკარლეტ იოჰანსონი

 

skarlet

 

სიყვარულის ძებნაში პენმა თვალი მორიგ ქერათმიან ქალბატონს – სექსუალურ სკარლეტ იოჰანსონს დაადგა. ვუდი ალენის მუზა იმ პერიოდში თვითონაც ოჯახურ დრამას – რაიან რეინოლდსთან განქორწინებას განიცდიდა და დაუფიქრებლად გადაეშვა ახალ რომანში, რომელსაც ვერც დიდმა ასაკობრივმა (26 წელი) სხვაობამა შუშალა ხელი. თავიდან შეყვარებულები ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მერე კი, ცნობისმოყვარეების ინტერესი დააკმაყოფილეს და ერთად გამოჩდნენ რიზ უიზერსპუნის ქორწილში. სამწუხაროდ, ”ხანმოკლე ურთიერთობებმა სერიოზული ვერაფერი მოიტანა” – სწორედ ასეთი კომენტარი გაუკეთა პენმა იოჰანსონთან დაშორებას, რომლის ინიციატორიც თვითონ იყო.

შარლიზ ტერონი

WESTWOOD, CA - MAY 15: (L-R) Actress Charlize Theron and actor Sean Penn arrive at the Los Angeles Premiere 'A Million Ways To Die In The West' on May 15, 2014 at Regency Village Theatre in Westwood, California. (Photo by Barry King/FilmMagic)

ჯერჯერობით ბოლო სერიოზული რომანი, რომელიც კინაღამ ქორწინებით დასრულდა, შონ პენს შარლიზ ტერონთან ჰქონდა. მსახიობების 20-წლიანი მეგობრობა მხოლოდ 2013 წელს გადაიზარდა რომანტიკულ ურთიერთობაში, როცა საახალწლო დღესასწაულებს წყვილი ერთად აღმოშნავდა ჰავაის კუნძულებზე. ტერონი როგორც იქნა მოიხიბლა ძველი მეგობრით, პენს კი, განქორწინების შემდეგ კიდევ ერთხელ შეუყვარდა სერიოზულად. შარლიზის ხათრით პენი ყველაფერზე თანახმა იყო – გაეყიდა საქველმოქმედო აუქციონზე საყვარელი იარაღის კოლექცია, რომელსაც წლების მანძილზე აგროვებდა და მიეცა საკუთარი გვარი ტერონის ნაშვილები შვილისთვის – პატარა ჯექსონისთვის.

 

sharliz

 

პენმა შარლიზს ცოლობა პარიზში თხოვა, რაზეც ის, რა თქმა უნდა თანხმა იყო. რეპორტიორები მოსვენებას არ აძლევდნენ წყვილს და მათ ყოველ გამოჩენას სენსაციად აქცევდნენ. სამწუხაროდ, ქერათმიანმა ლამაზმანმა ვერ შეძლო ფეთქებადი პენის მოთვინიერება და მიზეზების გახმაურების გარეშე, გააუქმა ნიშნობა. ბოროტი ხმები ამტკიცებენ, რომ დაშორების მიზეზი პენის უმართავი ხასიათი და მისი ალკოჰოლისკენ მიდრეკილება გახდა.

 

680x1024_0xd42ee42a_20868853501439822734

 

ქორწილის წინ უარის მიღებით განაწყენებულმა პენმა დარდის მოკვლა არასერიოზული რომანებით გადაწყვიტა და ხან ემანუელ ვოჟიეს ხვდებოდა, ხან მინკა კელის. ”მემგონი, არასდროს, არავის არ ვყვარებივარ” – დაიჩივლა მსახიობმა და ასე ახსნა საკუთარი უიღბლობა სიყვარულში.