შონ პენისა და უკრაინელი ოლგა კოროტიევას ვნებები რომის ქუჩებში
14.06.2023
210
ოკსაროსანი მსახიობისა და რეჟისორის, შონ პენის პირად ცხოვრებაში სიახლეებია. 62 წლის პენი 43 წლის უკრაინელ მსახიობ, ოლგა კოროტიევას ხვდება. შონი საქართველოშიც მასთან ერთად იმყოფებოდა. უკრაინული მედიის ცნობით, პენისა და კოროტიევას რომანი უკვე აქტიურ ფაზაშია.
მანამდე წყვილმა იტალიაში იმოგზაურა. პაპარაცებმა მათ რომის ქუჩებში არაერთი ფოტო გადაუღეს. ისინი ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ, ეხუტებოდნენ და ვნებიანად კოცნიდნენ.
ცნობისთვის, პირველად წყვილი ერთად მაისში გამოჩნდა, მათ უქმეები მალიბუზე გაატარეს.