LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შორიდან ლამაზია, ახლოდან ნაკლებად – შვედეთის ელჩი ბათუმში დაბინძურებული ტბის ფოტოს აქვეყნებს

770
Capture1

შვედეთის ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა Twitter-ზე ბათუმში სტუმრობისას დაბინძურებული არდაგანის ტბის ფოტო გამოაქვეყნა.

ელჩი წერს, რომ მოცეკვავე ფანტანების ტბა შორიდან ლამაზია, თუმცა, ახლოდან ნაკლებად.

“შორიდან ლამაზია, ახლოდან ნაკლებად,”- წერს ელჩი.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაცით, კომპანია ბათუმის წყალში, რომელსაც ტბის მოვლა-პატრონობის ვალდებულება აქვს, აცხადებენ, რომ ტბა ყოველდღიურად, ზედაპირულად, სპეციალური ტექნიკით იწმინდება. მათივე თქმით, დღეს, 26 აპრილს დილით ტბაში გაურკვეველი სითხე ჩაიღვარა და ტექნიკურმა ჯგუფმა დააფიქსირებისთანავე ტბა დაასუფთავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები