პოლონეთის მმართველი პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ კატოვიცეში ჩატარებულ პარტიის სხდომაზე ლგბტ თემის მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენა.
69 წლის კაჩინსკიმ, რომელიც პოლონეთში ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად და კანონმდებლად ითვლება, განაცხადა, რომ ვარშავაში მიღებული ლგბტ თემის უფლებების დეკლარაცია ერთნაირსქესიანთა ქორწინებასა და ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ შვილების აყვანას აკანონებს.
„ამას არაფერი საერთო აქვს ტოლერანტობასთან. ეს ეხება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და მათ უფლებას, ბავშვები იშვილონ. გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენი პოზიცია: ჩვენ ვამბობთ არას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება. შორს ჩვენი ბავშვებისგან,“- განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.
„ასოშეიტედ პრესი“ იუწყება, რომ ეს 8 დღეში კაჩინსკის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების მეორე შემთვევაა.
პოლონეთის კანონმდებლობა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ ცნობს.