LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთა არველაძე: „იმისდა მიუხედავად, რომ ამ კლუბში ითამაშეს მესიმ, ნეიმარმა, ზლატანმა, რონალდინიომ და ბექჰემმა, ვფიქრობ პსჟ თავის ისტორიაში ყველაზე დიდ და დასამახსოვრებელ ნაბიჯს სწორედ კვარასთან ერთად გადადგამს, კვარა გილოცავ ამ წარმატებულ ნაბიჯს!“

472
შოთა არველაძე

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლას სოციალურ ქსელში შოთა არველაძე ეხმაურება.

შოთა ხვიჩას წარმატებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ პსჟ თავის ისტორიაში ყველაზე დიდ და დასამახსოვრებელ ნაბიჯს სწორედ კვარაცხელიასთან ერთად გადადგამს.

„აქ ყოფნა ოცნებაა“ – კვარას „პარიზული თავგადასავალი“ ოფიციალურად დაიწყო

„ხვიჩას თამაშის სტილმა და ევროპაში მისმა გაბრწყინებამ, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვამყოფა აღფრთოვანებაში და მიხარია, რომ ისეთ კლუბში ითამაშებს, სადაც მის სტილსა და უნარებს კიდევ უფრო დიდი გასაქანი ექნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლუის ენრიკე თანამედროვეობის გამორჩეულად ძლიერი სპეციალისტია და მასთან, კვარა კიდევ უფრო სრულყოფილი მოთამაშე გახდება.

იმისდა მიუხედავად, რომ ამ კლუბში ითამაშეს მესიმ, ნეიმარმა, ზლატანმა, რონალდინიომ და ბექჰემმა, ვფიქრობ პსჟ თავის ისტორიაში ყველაზე დიდ და დასამახსოვრებელ ნაბიჯს სწორედ კვარასთან ერთად გადადგამს და დარწმუნებული ვარ ამას მალე ერთად ვნახავთ.

კვარა გილოცავ ამ წარმატებულ ნაბიჯს. ვულოცავ შენს დიდ ოჯახს, და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ტრანსფერში. ველოდებით გაბრწყინებას!“- წერს შოთა არველაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g