LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთა ბერეკაშვილი: მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში – წარმოებაში ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, მწარმოებლებს აქვთ ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები, ასევე, გამოწვევაა საკრედიტო რესურსის სიძვირე

334
შოთა ბერეკაშვილი

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, შეაჯამა პირველ სხდომაზე განხილული საკითხები და დაასახელა ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც გამოიკვეთა რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებთან.

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, მწარმოებელი კომპანიებისთვის, პრობლემურია და გამოწვევად რჩება იმპორტირებული ნედლეულის დიდი პროცენტული წილი, ასევე, მაღალი საოპერაციო ხარჯები, სუპერმარკეტების დომინირება, ნაშთები მართვა და საკრედიტო რესურსების სიძვირე.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში. აღმოჩნდა, რომ მწარმოებლებთან, დაახლოებით 90 % ნედლეულისა წარმოებაში იმპორტირებულია და ეს იმპორტის ინფლაციის რისკების პრობლემას ქმნის, რაც თავისთავად, შესაძლებელია აისახოს ფასის ზრდაში.

შოთა ბერეკაშვილი: ფასწარმოქმნის ჯაჭვის ზემოთ მდგომი წერტილი უფრო პრივილეგირებულია, ეს ასიმეტრიული ურთიერთობა თავის მხრივ იწვევს ინფლაციურ წნეხს, რაც საბოლოო ჯამში, ერთეულის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის

ასევე მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც წინა შეხვედრაზე გამოიკვეთა იყოს ის, რომ მწარმოებლებს კონკრეტულად ამ მიმართულებით აქვთ ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები, რომელიც ეხება პროდუქციის რეალიზაციას და ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ გაყიდვების და რეალიზაციის ხარჯებს. მათ ძვირი უჯდებათ სუპერმარკეტების ქსელში შესვლა, სხვადასხვა ტიპის გადასახადების გამო. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა მათთვის.

მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გამოვლინდა არის ის რომ, კონტრაქტორულ ურთიერთობებში, ჯაჭვში ამ სამ კომპონენტს შორის, ზედა წერტილზე მდგომი სუბიექტები, ამ შემთხვევაში სუპერმარკეტები, მათ გააჩნიათ უფრო მაღალი მოლაპარაკების ძალა და პირობების დაყენების საშუალება, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს მწარმოებლებს. ასევე გამოვლინდა კონკრეტული პრობლემა სამუშაო კაპიტალზე, გადახდების დაგვიანებაზე, რომელიც, თავის მხრივ, იძულებულს ხდიდა აღნიშნულ კომპანიებს, რომ საკრედიტო კაპიტალი მოეზიდათ, დამატებითი რესურსი მოეზიდათ, რაც უძვირებდა პროცესს და შესაბამისად აისახებოდა პროდუქციის ღირებულებაში.

ბოლო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გამოვლინდა, რომ ნაშთების მართვა მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო რიგი კომპანიებისთვის, განსაკუთრებით ხორცის და ძეხვეულის წარმოებაში. დანაკარგი შეადგენდა 5-6 %-ს. როდესაც კომპანიას მოგება აქვს 5 % და დანაკარგი 5 – % ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საკრედიტო რესურსის სიძვირე,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

დროებითი საპარლამენტო კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივით მიმართავს, ფასების შესასწავლად საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს

ნინო წილოსანი: ხელფასები დაახლოებით 20-დან 25 პროცენტამდე გაიზარდა და იდენტურად გაიზარდა პროდუქტების ფასები – ეს ნიშნავს, რომ მათ კეთილდღეობას არაფრით დატყობია ის, რისკენაც მთელი სახელმწიფო პოლიტიკაა მიმართული, რომ შემოსავლები გაეზარდოთ და ამით უკეთ იგრძნონ თავი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g