ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთ წარმატებულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით კიდევ ერთი ქართველი ისწავლის – შოთა სიხარულიძე, გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის 2024 წლის კურსდამთავრებული, სწავლას Fordham University-ში, სრული დაფინანსებით (წლიური $67,500) გააგრძელებს.
ინფორმაციას გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია ავრცელებს და წერს, რომ შოთა სიხარულიძეს მიღების წერილები აშშ-ის კიდევ 6 და ევროპის 2 უნივერსიტეტიდან აქვს.
„შოთის მიღების წერილები აქვს შემდეგი უნივერსიტეტებიდანაც:
აშშ:
Bentley University – $35,000 წლიური დაფინანსება; Drexel University – $35,000 წლიური დაფინანსება; Huntington University – $45,000 წლიური დაფინანსება; Radford University – $17,500 წლიური დაფინანსება; University of Massachusetts Boston – $23,500 წლიური დაფინანსება; University of St. Thomas – $27,000 წლიური დაფინანსება
ევროპა:
ESSEC Business School – €25,000 წლიური დაფინანსება; ESADE Business School – €22,900, სრული სწავლის დაფინანსება.
ამერიკული აკადემია ულოცავს შოთის ამ მიღწევებს და უსურვებს წარმატებებს აკადემიურ გზაზე“, – აღნიშნულია ამერიკული აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შოთა სიხარულიძე, გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის 2024 წლის კურსდამთავრებული, სწავლას გააგრძელებს აშშ-ში,…
Posted by The Guivy Zaldastanishvili American Academy in Tbilisi on სამშაბათი, 22 აპრილი, 2025