LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შოთიკო ყველაში იწვევდა ჩახუტების სურვილს, რაღაც საოცარს ასხივებდა ეს ბავშვი, გამორჩეულ სინათლეს… თვითონ იყო მკურნალი, ამავდროულად უნიჭიერესი, ყველაფერი იცოდა…“ – რა ისტორიას იხსენებს ნათია ფანჯიკიძე ტრაგიკულად დაღუპულ შოთიკო პეტრიაშვილზე, რომელიც დღეს 20 წლის გახდებოდა

193
ნათია ფანჯიკიძე, შოთიკო პეტრიაშვილი, ბუკა პეტრიაშვილი

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის შვილი, ტრაგიკულად დაღუპული, შოთიკო პეტრიაშვილი დღეს 20 წლის გახდებოდა.

შოთიკოს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა.

მათ შორის არის ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძეც.

ფანჯიკიძე შოთიკოს პატარაობის დროინდელ ისტორიას იხსენებს და წერს, რომ ის ყველასთვის საყვარელი და გამორჩეული ბავშვი იყო.

ნათია ფანჯიკიძე შოთიკო პეტრიაშვილის ბავშვობის ფოტოსაც გვიზიარებს:

„შოთიკო პეტრიაშვილი დღეს 20 წლის გახდა ჩვენი ყველას ბიჭი…

ეს სურათი ძალიან მიყვარს. შემოვიდა და შემოიტანა სიხარული, როგორიც მხოლოდ მას შეეძლო, არა მხოლოდ მონაწილე ბავშვებისთვის, ჩვენი ყველა თერაპევტი, ვინც დევიდ მაკის მასტერკლასს ესწრებოდა და მანამდე შოს არ იცნობდა, მეკითხებოდა, ეს უსაყვარლესი კაცი ვინააო? ჩახუტება შეიძლებაო? შოთიკო ყველაში იწვევდა ჩახუტების სურვილს. რაღაც საოცარს ასხივებდა ეს ბავშვი, გამორჩეულ სინათლეს.

ყველაზე მოსიყვარულე ადამიანი, ალბათ ვისაც როდისმე ვიცნობდი, თუ დაგინახავდა, შენ რომ ვერც დაგენახა, ქუჩის მეორე მხრიდან არ ეზარებოდა გადმორბენა და მხიარული შეხვედრა და რა ფიქრებშიც არ უნდა ყოფილიყავი მანამდე ჩაძირული, გაგინათებდა უცებ გულს. 2017-ში კამარაში მარველის გრაფიკოსმა, ბეტმენის და უამრავი სხვა ცნობილი ქავერის შემქმნელმა დევიდ მაკმა მცირეწლოვანი მოზარდებისთვის ჩაატარა კომიქს-არტ-თერაპიის მასტერკლასი.

რეგისტრაცია თავისუფალი იყო, მაგრამ რამდენიმე „ჩვენი ბავშვი“ რა თქმა უნდა დავასწარით და მითუმეტეს, შოთოს გარეშე საინტერესო დღე როგორ ჩაივლიდა, თვითონ იყო მკურნალი, ამავდროულად უნიჭიერესი, ყველაფერი იცოდა, გადაგვირია სტუმარი, იმდენი ინფორმაცია ჰქონდა და ისეთ კითხვებს სვამდა. მაკი ბოლოს პირადად მისთვის ხატავდა ესკიზებს. სრული არტისტული დიალოგი ჰქონდათ, სურათების გაცვლით“, – წერს ნათია ფანჯიკიძე და სოციალურ ქსელში შოთიკოს ბავშვობის ფოტოს ავრცელებს.

ცნობისთვის, ალექსი პეტრიაშვილის ვაჟი, შოთიკო პეტრიაშვილი 2024 წლის დეკემბერს ტრაგიკულად გარდაიცვალა. შოთიკო აივნიდან გადმოვარდა. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ალექსი პეტრიაშვილს სამი შვილი ჰყავს, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.

შოთიკო პეტრიაშვილი <3 დღეს 20 წლის გახდა ჩვენი ყველას ბიჭი.

Posted by Natia Panjikidze on ორშაბათი, 23 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g