LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოტლანდიაში კუნძული ბინის ფასად იყიდება

27

უძრავი ქონების სააგენტო ცდილობს ულამაზესი კუნძული, ლითლ როსი გაყიდოს, რომელიც ქვეყნის დასავლეთით მდებარეობს. კუნძულის ფართობი ათი ჰექტარია, ტერიტორიაზე არის სახლი ექვსი ოთახით, მისაღებითა და ორი სააბაზანო ოთახით. ობიექტის ფასი 367 000 ევროა.

Le Figaro წერს, რომ კუნძულის ფასი ძალიან მისაღებია. მომავალი მფლობელის განკარგულებაში კერძო პლაჟიც იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ კუნძული პარიზში ოროთახიანი ბინის ფასად იყიდება, აგენტებს მყიდველის პოვნა ძალიან უჭირთ. ამისი მიზეზი კი მოარული ხმებია, თითქოს კუნძულზე მოჩვენებები ბინადრობენ. 1843 წელს კუნძულზე შუქურა აშენდა, ხოლო 1960 წელს ორმა დამთვალიერებლმა მისი მეთვალყურეს გვამი იპოვა. ამბობენ, რომ მოჩვენება ტურისტებს დღემდე ხვდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები