კომპანია MacRebur–მა რომელიც პლასტმასის გადამუშავებით და შემდეგ გზების დაგებითაა დაკავებული, პირველი ქარხანა გახსნა. ქარხანა პლასტმასის ნარჩენებს მთელს შოტლანდიაში შეაგროვებს და მათი მეორადი გადამუშავების შემდეგ ასფალტს აწარმოებს.
იმისათვის, რომ 1 კილომეტრამდე მანძილის გზა დაიგოს 684 ათასი პლასტმასის ბოთლი ან 1,8 მილიონი ცელოფნის პარკია საჭირო.
როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, პლასტმასის გზა მავნე ნივთიერების გადამუშავებას უწყობს ხელს, გარემოს დაბინძურებისგან იცავს და ამასთან, გზის საფარიც საკმაოდ მყარი გამოდის. ბუნებრივია, ჩვეულებრივი გზის პლასტმასით ჩანაცვლებით დიდი რაოდენობით რესურსიც იზოგება.
სიახლეს ბევრი სპეციალისტი სკეპტიკურად უყურებს და სანამ გზებს ავტომობილები არ გამოცდიან, პროექტის წარმატებაზე საუბარი ნაადრევად ეჩვენებათ. ასევე, თუკი გავითვალისწინებთ იმას რომ შოტლანდიაში ზამთარი საკმაოდ მკაცრია, გზას სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ „პლასტმასის გზა“ უკვე დიდი ხანია რაც ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზეა დაგებული.