LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოტლანდიელმა მამაკაცმა ლატარიაში მილიონი ფუნტი მოიგო. აი, რა იყიდა

105
347551772180258

გასული წლის აპრილში, შოტლანდიელმა დეივი კროუდერმა ბრიჯ-ოფ-ერნიდან (პერტშირი) 1.02 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოიგო საფოსტო ინდექსის ლატარიაში. მამაკაცმა გააზიარა, თუ როგორ დახარჯა მოგებული ფული: ერთ-ერთი შენაძენი ძვირადღირებული მანქანა იყო, იუწყება Mirror.

„ცხოვრების შემცვლელი მოგების“ შემდეგ, 63 წლის მამაკაცმა ახალი გოლფის ჯოხები, პრემიუმ კლასის Mercedes-ის მანქანა შეიძინა და ფული ძვირადღირებული ბუნგალოს აშენებაზეც კი დახარჯა.

მოგების შემდეგ კროუდერმა ასევე დახარჯა ფული ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე.
„მე შევძელი ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარება, რასაც ისედაც გავაკეთებდი, მაგრამ არა ამ დოზით“, – განმარტა მან.

აღნიშნულია, რომ მამაკაცი ასევე დაეხმარა გოლფის კლუბს ახალი ტრაქტორის შეძენით. „მე კარგი შემოწირულობა გავუკეთე დანკელდის გოლფის კლუბს. მათ ახალი ტრაქტორი სჭირდებოდათ და გარკვეული ფინანსური სირთულეები ჰქონდათ, ამიტომ დავეხმარე“, – თქვა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები