შოვში დღეს ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ქეთევან ლობჟანიძეს ეკუთვნის.
ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული მათ დაღუპულის შვილმა დაუდასტურა.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 21 ადამიანია დაღუპული. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუშაობა გაგრძელდებოდა ღამის განმავლობაში. ამ დრომდე ეძებენ 12 ადამიანს.
