შრი-ლანკაზე დაბომბვის შედეგად გარდაცვლილი სამი ბავშვი დანიის უმდიდრესი ადამიანის შვილია. ანდრეს ჰოლჩ პავლსენი შრი-ლანკას აღდგომის არდადეგების დაწყებისთანავე, მის 4 ბავშვთან ერთად ეწვია.
ცნობა დანიელი ბავშვების გარდაცვალების შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა.
მილიარდერის ერთ-ერთმა შვილმა ალმამ დამბომბვამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ორ დედმამიშვილთან ერთადაა პალმებისა და აუზის ფონზე. “სამი პატარა დათვი” წერდა ის.
პავლსენი ბრენდ Asos-ის ყველაზე მსხვილი აქციონერია, ის ასევე შოტლანდიაში ერთერთი ყველაზე მსხვილი კერძო მესაკუთრე. “ფორბსის” 2019 წლის მილიარდერთა სიაში ის რიგით 252-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 7.9 მილიარ დოლარადაა შეფასებული.
პავლსენი და მისი მეუღლე ენი შოტლანდიის მაღალმთიან რეგიონებში 200 ათას აკრზე მეტს ფლობენ.
შრი-ლანკის მთელ ტერიტორიაზე ხვალიდან საგანაგებო მდგომარეობა ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო. მათრიაპალა სირისენას განკარგულებით, შრი-ლანკის მთავრობა ტერაქტების გამოძიებაში დახმარებას სხვა ქვეყნებს სთხოვს.
შრი-ლანკას მთავრობამ დღეს მომხდარი აფეთქებების შემდეგ სოციალურ მედიაზე წვდომა დაბლოკა.
შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 8 ქვეყნის მოქალაქეები დაიღუპნენ
შეგახსენებთ, 21 აპრილს შრი-ლანკაზე სხვადასხვა ეკლესიასა და სასტუმროში 8 აფეთქება მოხდა, რასაც ბოლო ინფორმაციით 290 ადამიანი ემსხვერპლა, 450 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. აფეთქებების სერიას სულ ცოტა 8 ქვეყნის მოქალაქეები ემსხვერპლნენ.