LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრი-ლანკის ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც პანდემიას “მაგიით” ებრძოდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

144
1

შრილ-ლანკას ჯანდაცვის მინისტრმა გასული წლის ნოემბერში მდინარეში “ნაკურთხი წყალი” ჩაასხა, რადგან “ღმერთმა” უთხრა, რომ ამ გზით დაასრულებდა პანდემიას – ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კუნძულოვანი სახელმწიფოს პრეზიდენტმა მინისტრი პავიტრა ვანიარაჩი გადააყენა. 

შრი-ლანკას სკანდალზე მსოფლიო მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრი თანამდებობიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ის პანდემიას მაგიით ებრძოდა.

პრეზიდენტის განცხადებით, მინისტრმა საჯაროდ დაამტკიცა ჯადოქრობა და ჯადოსნური წამლები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მის მიმართ კი აგრესია მას შემდეგ გაიზარდა, რაც 20 მილიონიან შრი-ლანკაზე, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კოვიდინფექციის შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა.

ყოველდღიური მაჩვენებელი 3 000-ს სცდება, საავადმყოფოები რესურსის მწირი მარაგით იბრძვის, ჯანდაცვის მუშაკებიც კი ამბობენ, რომ ინფექციების რეალური რაოდენობა შესაძლოა, სამჯერ მეტი იყოს.

როგორც მედიასაშუალებები წერენ, ჯანდაცვის მინისტრი იანვარში თავადაც იყო ინფიცირებული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა, მიუხედავად ამისა, საჯაროდ საუბრობდა მაგიაზე და ამტკიცებდა, რომ პანდემიას ნაკურთხი წყლით დაამარცხებდნენ.

მართალია პავიტრა ვანიარაჩი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა მას მინისტრთა კაბინეტი სრულად არ დაუტოვებია და ახლა ტრანსპორტის სამინისტროს უხელმძღვანელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g