LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრი: „აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შსს მხრიდან გამოყენებული – რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში „იჭორავა“ და ამაზე რაღაცა პროცესები აიგო“

128
გელა გელაძე

„აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შსს მხრიდან გამოყენებული – რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში „იჭორავა“ და ამაზე რაღაცა პროცესები აიგო“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2009 წელს რამდენიმე ნივთიერება შეისყიდა, თუმცა არა „კამიტი“.

„ქართული ოცნება“ – „მივიღეთ გადაწყვეტილება, „ბიბისის“ წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“

„რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში, ბოდიში და იჭორავა და ამაზე რაღაცა პროცესები აიგო. კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ყველა დოკუმენტაცია შეგვიძლია გამოძიებას გადავცეთ, რომ საქართველოში არასდროს არ ყოფილა შესყიდული ე.წ. კამიტი. 2009 წელს იყო რამდენიმე ნივთიერება შესყიდული, თუმცა არა „კამიტი“.

„ეს ნივთიერებები, რაზეც ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შსს-ს და იყენებდა, ოღონდ 2012 წლამდე – „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს!“ – ვახტანგ გომელაური BBC-ის გამოძიებაზე

ყოფილი მინისტრის მტკიცებით, ბოლო შეძენა მოხდა 2009 თუ 2010 წელს, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია, ხოლო „ნაცებმა კატა გამოთხარეს“

აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოყენებული. ყველა ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებულის სხვადასხვა აქციების დაშლის პროცესში, არის კანონიერად ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიების, რომლებიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში,“ – განაცხადა მინისტრმა.

„როგორც ჩანს, BBC-მ წარსულს ჩააბარა სტანდარტი, სადაც მინიმალური მტკიცებულება მაინც იყო საჭირო დანაშაულის დაბრალებისთვის“ – ნინო წილოსანი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის მიერ გავრცელებული ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

ლევან ბეჟაშვილი BBC-ის მასალაზე: „ხელისუფლება ტერორისტული მეთოდებით ცდილობს სკამის შენარჩუნებას… ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება“

გურამ მაჭარაშვილი BBC-ს სტატიაზე: „სად პოულობთ ასეთ ინფორმაციებს? BBC-ს რა რეიტინგიც აქვს, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტის განცხადება, ისწავლეთ, იმეცადინეთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g