ზუგდიდის რაიონ, სოფელ ინგირში შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცველებმა 65 წლის კაცი დააკავეს. ინფორმაციას დაკავების შესახებ შშს ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულზე გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა მისი დაკავება, მხლოლოდ გუშინ 26 იანვარს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შშმ პირ ქალზე მოძალაზე 65 წლის კაცის ლინჩის წესიით გასამართლებას ითხოვდნენ მეზობლები. გუშინ საღამოს, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების სავარაუდო დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 3 პირი.
შს სამინისტროს ცნობით განუცხადეს, გამოძიება ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1955 წელს დაბადებული 1 პირი დააკავა. ის ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
ცოლზე ძალადობაში ბრალდებული სასულიერო პირი მონასტერში გამწესდა