LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: აქციის წევრების მხრიდან პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შსს-ს თანამშრომელი

109
2024-11-29_00-07-34_145625

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის წევრებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

შსს განცხადებაში აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციის წევრების მხრიდან პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შსს-ს თანამშრომელი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ მართლწესრიგს.

პოლიციის მხრიდან, ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეების მიმართ, გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში და არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, შეკრებილთა ნაწილი, სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

ასევე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აქციის წევრების მხრიდან, პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის წევრებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ“.

„2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დავაყენებთ“ – ირაკლი კობახიძე

აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები – „მონა, რუსებო“ სკანდირებენ.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.

აქტივისტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

ზუგდიდში მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ – ადგილზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

„ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად… მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლო გვაქვს ერთი და ახლა ის უნდა გადავარჩინოთ“ – ნიკა გვარამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g