შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ერთი პირი რუსთავში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ მოქალაქის მიერ გაყიდული 6 შეკვრა ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.