LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების მუქარის გამო მამაკაცი დააკავა

shss

შსს-მ 1983 წელს დაბადებული ზ.ს. გამოძალვის ბრალდებით დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ს. რამდენიმე თვის განმავლობაში ზ.პ.-ს დიდი ოდენობით თანხას სძალავდა. თანხის არ გადაცემის შემთხვევაში კი – ბრალდებული დაზარალებულს პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის, კერძოდ, მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებით ემუქრებოდა.

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები