LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

151
Capture

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში ერთი ადამიანი დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულია 1996 წელს დაბადებული პირი, რომელსაც ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელ ბინასა და ავტოფარეხში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატი, „ეკოლ არას მაგნუმის“ მოდელის პისტოლეტი, 2 მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g