LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს

139
საპროტესტო აქცია

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან ,,ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

„მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: მთავარი არხი

magti 5g