LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონკრეტული დეპუტატი თუ გაუძლებს, ქვეყანა ვერ გაუძლებს ამ ყველაფერს, დეპუტატს შეუძლია, რაც უნდა ის გაუკეთოს თავის ცხოვრებას, მაგრამ ეს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალზე არანაირად არ უნდა აისახოს“ – თემურ ჭყონია

129
თემურ ჭყონია

„ქვე­ყა­ნას თუ და­უ­წე­სე­ბენ სან­ქცი­ებს, მა­შინ ყვე­ლა და­ვი­ღუ­პე­ბით“ – ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ბიზნესმენი თე­მურ ჭყო­ნია რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ სან­ქცი­ებს ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­სა­მარ­თით.

რო­გორც თე­მურ ჭყო­ნი­ამ “ბინ­ზესპრეს­ნი­უს­თან“ ისა­უბ­რა, ამ ეტაპ­ზე რა ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ის ფლობს, ბიზ­ნესს რა­ი­მე საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

„სანქციები ვისაც დაუწესდება, იმათი პრობლემაა, ბიზნესზე ამ ეტაპზე სანქციები არ აისახება, რადგან ამჯერად პიროვნული სანქციებია და არა ქვეყნის.

თუმცა, აქ მეორე უფრო მნიშვნელოვანი საკითხია – უნდა დაძლიოს თუ არა ხელისუფლებამ ვეტო? ჩემი, როგორც ბიზნესის წარმომადგენლის აზრით, ეს კანონი ქვეყნის განვითარებას არ უწყობს ხელს. როდესაც ვენესიის კომისიის დასკვნაში ასეთმა მნიშვნელოვანმა პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია კანონთან დაკავშირებით და ამის გარშემო მაინც მიმდინარეობს მსჯელობა, რომ აუცილებლად უნდა მიიღონ, ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის პოზიციაა, რომ ეს კანონი არაფერში გვჭირდება.

ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სახელწიფოებია ჩარეული ამ კანონის არმიღებასთან დაკავშირებით და სანქციებს უწესებენ პოლიტიკოსებს, მათ ოჯახის წევრებს. ქვეყანას თუ დაუწესებენ სანქციებს, მაშინ ყველა დავიღუპებით, არათუ ბიზნესი. ამიტომ, ეს კანონი არ უნდა მიიღონ, უნდა გაითვალისწინონ საზოგადოების აზრიც, ქვეყნის მომავალიც და იმ სერიოზული პოლიტიკოსებისა და სახელმწიფოების აზრიც, რომლებიც ამ კანონს ღიად ეწინააღმდეგებიან“, – ამბობს ჭყონია.

მისივე თქმით, კონკრეტული დეპუტატების კომენტარები მოისმინა სანქციებთან დაკავშირებით, თითქოს ისინი ამ განსაცდელსაც გაუძლებენ.

„კონკრეტული დეპუტატი თუ გაუძლებს, ქვეყანა ვერ გაუძლებს ამ ყველაფერს, ამიტომ აჯობებს, რომ მათ საკუთარ თავზეც იფიქრონ, საკუთარი შვილების მომავალზე და ქვეყნის მომავალზეც იფიქრონ. დეპუტატს შეუძლია, რაც უნდა ის გაუკეთოს თავის ცხოვრებას, მაგრამ ეს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალზე არანაირად არ უნდა აისახოს“ – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

„ქართული ოცნება“ – „არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას.. სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის შეზღუდვის უხეში მცდელობა“

„ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება. ამისთვის ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს!“- მამუკა მდინარაძე

ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების მიხედვით, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.

ალუდა ღუდუშაური სანქციებზე: „სელფებს ყაზბეგში გადავიღებ“

„აღვადგინოთ ურთიერთობები, არ არის დაგვიანებული, ოღონდ ნორმალურად და არა თითის ქნევით” – უცნობი აშშ-ს მიმართავს

ხუნდაძე შესაძლო სანქცირებაზე: „ეს პასუხი მექნება – არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“

„ეს არის აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგი ნაბიჯი.. ბევრი უთმინეს, ბევრი რამ სცადეს და ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არ აქვს“ – ოპოზიცია აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას აფასებს

პოპულარულები