LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს ნადიმ ხმალაძის დაკავებას ადასტურებს

379
Untitled design (2)

უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე, რომელიც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა, დაკავებულია.

ნადიმ ხმალაძე: „ერთ ღამეში გადავწყვიტეთ მე და გიგა მაქარაშვილმა, რომ აქ უნდა ვყოფილიყავით.. უნდა ვიბრძოლოთ მშვიდობიანად, რათა რუსეთის კლანჭებს თავი დავაღწიოთ“

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ნადიმ ხმალაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის, რაც პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, ნადიმ ხმალაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობრებმა სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელეს. ის 8 მარტს, დღისით, თავისუფლების მოედანზე დააკავეს.

ცნობისათვის, 7 მარტს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნადიმ ხმალაძემ „ფორტუნას“ განუცხადა, რომ უკრაინიდან თბილისში ჩამოსვლის გადაწყვეტილება მან და სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ერთ დღეში მიიღეს:

„აქ დგომა პირველ რიგში ჩემი მოქალაქეობრივი ვალია. უნდა ვიბრძოლოთ მშვიდობიანად, სუფთა ხელებით და რუსეთის კლანჭებს უნდა დავაღწიოთ თავი“, – უთხრა ნადიმ ხმალაძემ „ფორტუნას“.

magti 5g