LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის პოლიციის განყოფილებაში ყოფნას ადასტურებს

105

შსს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის პოლიციის განყოფილებაში ყოფნას ადასტურებს. მათი განმარტებით, ფარცხალაძე ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში იყო დაბარებული. თუმცა, კონკრეტულად რომელ საქმეზე იმყოფებოდა ყოფილი მთავარი პროკურორი უწყებაში, არ დააკონკრეტეს.

ოთარ ფარცხალაძის გვარი რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. ბოლო დროს კი მისი გვარი ე.წ. „ომეგას“ საქმის ირგვლივ გაჟღერდა. მედიაში გავრცელებულ ფარულაუდიო ჩანაწერებში, სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მას ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და მუქარაში ადანაშაულებს. ამავე საქმის ფარგლებში, “ომეგას” დამფუძნებლები, ფულის გამოძალვაზეც საუბრობენ, სადაც მათივე განცხადებით, ფარცხალაძეც ფიგურირებს. აღსანიშნავია, რომ თავად სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ფარცხალაძის მხრიდან რამე ტიპის მუქარა მოგვიანებით უარყო, აუდიო ჩანაწერებს კი დადგმული უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები