LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”შტადლერის” ელექტრომატარებლების შემოსვლა მგზავრობის საფასურზე არ აისახება

151

”ბათუმი ცენტრალში” შვეიცარული კომპანია  ”შტადლერის” ულტრათანამედროვე, ორსართულიანი ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართა.

სს “ საქართველოს რკინიგზის “ გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს რკინიგზას ასეთი კლასისა და სტანდარტის მატარებელები არასდროს  არ ჰყოლია.  “ ეს არის ახალი ნაბიჯი ჩვენი კომპანიის განვითრების ისტორიაში.  მინდა გითხრათ, რომ კომპანია “შტადლერი”  წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ბრენდს სარკინიგზო ინდუსტრიაში. რაც შეეხება  მგზავრობის ფასს, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ რომ ფასი რჩება იგივე, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემადგენლობაა შემოსული. ჩვენ ვიყიდეთ 4  ელექტრომატარებელი; ორი არის ადგილზე, ორს დამატებით მივიღებთ დეკემბერში,” – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

“მინდა ყველა ჩვენს თანამოქალაქეს მივულოცო ეს  მოვლენა. იმ ფონზე როცა ჩვენს ქვეყანაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა  ყოველთვიურად იზრდება,  ასეთი ტიპის სერვისი ხელს შეუწყობს, იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის სტუმრებმა და ასევე ჩვენმა თანამოქალაქეებმა უფრო უსაფრთხოდ და კომფორტულად იმოგზაურონ საქართველოში, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის იმიჯს აამაღლებს”- განაცხადა საქართველოს ტურიზმის   ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა   გიორგი ჩოგოვაძემ.baxtadze

კომპანია “Stadler Altenrhein AG” გენერალური დირექტორის  და აღმასრულებელი ვიცე-კომპანია ”შტადლერის” გენერალური დირექტორის და აღმასრულებელი ვიცე- პრეზიდენტის მარკუს საუერბრახის თქმით კი, ისინი ძალიან ამაყები არიან რომ შეძლეს ამ ოთხი მატარებლის საქართველოსთვის მიწოდება. “ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ის რომ ამ ბაზარზე ვართ წარმოდგენილები, ამაყები ვართ, რომ მოწოდებული მატარებლები მაღალი ტექნოლოგიებით და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა.” -განაცხადა მარკუს საუერბრახმა.

შეგახსენებთ, რომ ორსართულიანი ევროპული სტანდარტის Stadler Kiss ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებლები სს “საქართველოს რკინიგზამ” კომპანია Stadler Bussnang -ის შეიძინა.  აღნიშნული მატარებლები თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს მოემსახურება. ახალი მატარებლები ევროპის ყველაზე  მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მათი ტექნიკური მონაცემები სრულად  შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. ქართულ რელაობაში ეს იქნება  პირველი შემთხვევა, როდესაც მატარებელები სრულად იქნებიან მორგებული შეზღუდული შესაძლებლობეის მქონე პირების საჭიროებაზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები