შტორმმა ბათუმში სანაპირო ზოლი და კაფე-ბარების ინფრასტრუქტურა დააზიანა. ზღვის ტალღის სიმაღლე 15-30 დმ-ს [4-5 ბალს] აღწევდა.
ახალი ბულვარის ტერიტორიაზე წყალმა გამოიტანა ქვიშა და ქვები. შესაბამისი სამსახურების მხრიდან აღნიშნული ტერიტორიის წმენადა უკვე მიმდინარეობს. ასევე დაზიანდა სანაპირო ინფრასტრუქტურა, დაზიანებულია კაფე-ბარების ნაწილი, რომელიც განთავსებულია უშუალოდ სანაპირო ზოლზე.