LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუა ფრენის დროს ტკბილად ჩაძინებულმა პილოტმა მგზავრები შოკში ჩაყარა

75

შუა ფრენის დროს ტკბილად ჩაძინებულმა პილოტმა მგზავრები შოკში ჩაყარა. შემთხვევა ავიაკომპანია United Airlines-ის ბორტზე, შტატებიდან შოტლანდიისკენ მიმავალ რეისზე მოხდა. ხომალდის კაპიტანმა ფორმა გაიხადა, ბიზნეს კლასში კომფორტულად მოთავსდა და წაუძინა. პილოტი იქვე მყოფ მგზავრებს არ გამორჩენიათ და ერთ-ერთმა მათგანმა მისი გადაღებაც შეძლო. როგორც მგზავრები აცხადებენ, როცა პილოტმა გაიღვიძა, თავისი ფორმა ჩაიცვა და თავის კაბინაში დაბრუნდა. ხომალდის მეთაურს მთლიანობაში 1-1,5 საათი ეძინა, რაც მგზავრების აზრით სრულიად დაუშვებელი საქციელია.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ავიაკომპანიამაც გააკეთა, სადაც აღნიშნა რომ დასვენების უფლება პილოტსაც აქვს და მას არანაირი წესი არ დაურღვევია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები