LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუახევში კაცს, რომელიც პენსიებს არიგებდა სასტიკად სცემეს და ფული წაართვეს

231
637331869720906193-1.250137

შუახევში, საპენსიო სააგენტოს თანამშრომელი, ნოდარ დავითაძე სასტიკად სცემეს და დააყაჩაღეს.

მამაკაცს დაახლოებით 7000 ათასი ლარი ჰქონდა, რომელიც პენსიის სახით სოფლებში უნდა დაერიგებინა.

ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც ორი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.

მამაკაცი ხეზე მიაბეს, სცემეს და ფული რაც გააჩნდა სრულად წაართვეს.

დაშავებული შუახევის კლინიკაშია გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“მამაკაცს სხეულზე დაჟეჟილობები აქვს, დაზიანებები ძირითადად ბლაგვი საგნითაა მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შესაძლოა, დღის ბოლოს კლინიკა დატოვოს. მამაკაცი კლინიკაში, დღეს 13:30 წუთზე შემოიყვანეს. მან თქვა, რომ ორი პირი თავს დაესხა, როდესაც პენსიას არიგებდა”,-განაცხადეს შუახევის კლინიკაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები