მიკ შუმახერი სეზონს რბოლის გარეშე ატარებს: „ჰაასში“ სამი არადამაჯერებელი წლის შემდეგ „ფორმულა 1“-ის ლეგენდის ვაჟი Mercedes-სა და McLaren-ის სათადარიგო პილოტი გახდა.
მიუხედავად ამისა, მას არც თუ მოსაწყენი პერიოდი აქვს. შუმახერმა ურთიერთობა დაიწყო დანიელ მოდელ ლაილა ჰასანოვიჩთან.
ლაილა კოპენჰაგენიდანაა და ბოსნიური ფესვები აქვს. მიკთან ერთად პირველად ბელგიის გრან-პრიზე შენიშნეს.
წყვილი ურთიერთსიმპატიებში ერთმანეთს ახლახან გამოუტყდა: შუმახერმა ფოტო დადო, სადაც ის ლაილასთან ერთად იახტაზეა.
ლაილა „მის დანიის“ ყოფილი ფინალისტია. ადრე „ვოლფსბურგის“ ფეხბურთელ იონას ვინდს ხვდებოდა, მაგრამ ამა წლის დასაწყისში გაეყარა.