„ფორმულა 1“-ის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის მეუღლე კორინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყოფილი სპორტსმენი ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს.
მრბოლელის ოჯახი ესპანეთში, მალიორკაზე მდებარე 30 მილიონ ევროდ შეფასებულ ვილაში გადადის საცხოვრებლად.
ვილა წარსულში მადრიდის „რეალის” პრეზიდენტს ლორენტინო პერესს ეკუთვნოდა. საკურორტო ზონას გასაიდუმლოებული და უცხო თვალისგან მოშორებული მდებარეობა აქვს და პალმა დე მალიორკადან 20 წუთის სავალზეა.
როგორც ცნობილია, შუმახერი მკურნალობას ესპანეთში გააგრძელებს. რა ვადით დარჩება მიხაელის ოჯახი მალიორკაზე საცხოვრებლად, ამ დროისთვის უცნობია.
2013 წლის დეკემბერში შუმახერი საფრანგეთის ალპებში სრიალისას დაიმტვრა. უბედური შემთხვევის გამო მან თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო და დღემდე რეაბილიტაციას გადის.
მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონის ჯანმრთელობის შესახებ ზუსტი ცნობები ცნობილი არ არის.