LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუქრუთელების აქციის მონაწილეს რძლის ინტიმური კადრების გავრცელებით დაემუქრნენ

169
ვერა კუპატაძე
ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

 

შუქრუთელების აქციის მონაწილის, ვერა კუპატაძის განცხადებით, უცნობი პირი მას რძლის ინტიმური კადრების გავრცელებით დაემუქრა.

oc-media -ს ინფორმაციით, 24 მაისს მას დაუდგენელმა მამაკაცმა დაურეკა და დააშანტაჟა.

გამოცემის ცნობით, სატელეფონო ჩანაწერში ისმის კაცის ხმა, რომელიც კუპატაძეს ემუქრება, რომ თუ პროტესტი არ შეწყდება, რძლის პირად კადრებს გამოუქვეყნებს.

შუქრუთში მიმდინარე შიმშილობის აქციას ქალებიც შეუერთდნენ და პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს

სოფლის მცხოვრებთა ნაწილი მოითხოვს, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ მადნის მოპოვება შეწყვიტოს, ან დაზარალებულებს განსახლებისთვის ადეკვატური კომპენსაცია გადაუხადოს.

ვერა კუპატაძის განცხადებით, მან მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა, გადასცა ნომერიც, საიდანაც დაურეკეს და დაემუქრნენ, თუმცა მისივე თქმით, პოლიციას არანაირი რეაგირება არ ჰქონია.

შეგახსენებთ, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის უწყვეტი პროტესტიდან 3 თვის შემდეგ, მონაწილეებმა დედაქალაქში გადმოინაცვლეს. აქციები უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან გრძელდება.

ომბუდსმენი და სოციალური სამართლიანობის ცენტრი შუქრუთელებისთვის კომპენსაციის სამართლიანი სტანდარტის განსაზღვრას ითხოვენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g