LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუქრუთელმა მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს

107
შუქრუთელი მოშიმშილეები

შუქრუთელმა მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს. პროტესტის მონაწილეების განცხადებით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებას მიაღწიეს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მოთხოვნით, შეთანხმების დეტალები საჯარო აუდიტორიისთვის ცნობილი არ არის.

„ჩვენ და კომპანია არსებულ მოდელზე შევთანხმდით… გავამყარეთ ჩვენი შეთანხმება სამხარაულის ექსპერტიზის ჩართულობით. შევწყვიტეთ შიმშილობა, სრულიად პროტესტი და ვბრუნდებით მშობლიურ სახლებში“, – აცხადებს შუქრუთელების პროტესტის მონაწილე გიორგი ნეფარიძე.

შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება „ჯორჯიან მანგანეზმაც“ გავრცელა. გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენტით დადასტურდა და მას იურიდიული ძალა აქვს. კომპანიის ცნობით,  „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დაეთანხმა.

„კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში მათ ექნებათ არჩევანის უფლება. ზიანის შეფასება განხორციელდეს არსებული მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელს და კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში, ან მათივე მოთხოვნის მიხედვით ზიანის შეფასება უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენტით დადასტურდა და მას იურიდიული ძალა აქვს. ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს თან ერთვის „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის და პროტესტის მონაწილეთა ხელმოწერები“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია სამ თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ადგილობრივ მცხოვრებთა განცხადებით, „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის, „შუქრუთი +“-ის მიერ მარგანეცის მოპოვებით სერიოზულად დაზარალდნენ – ინგრევა სახლები, აღარ მოდის მოსავალი და არაერთ ეზოში მიწა ჩავარდა.

შუქრუთში მიმდინარე შიმშილობის აქციას ქალებიც შეუერთდნენ და პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g