LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუქრუთის მცხოვრებლების აქცია ჭორვილასთან – ადგილობრივებმა აქციის მონაწილეები სოფელში არ შეუშვეს

144
აქცია სოფელ ჭორვილაში

სოფელ ჭორვილასთან ერთმანეთს სიტყვიერად ჭიათურიდან ჩასული აქციის მონაწილეები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ.

ჭორვილაში მცხოვრებლებმა, აქციის მონაწილეები სოფელში არ შეუშვეს.

„პროტესტი გამოხატეთ ჭიათურაში, აქ რატომ მოდიხართ, რა შუაშია? თან მოხვედით, პლაკატებით და ჟურნალისტებით, პროვოკაცია გსურთ და არაა თქვენი პრობლემის გაჟღერება. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ მოგცემთ უფლებას შეხვიდეთ სოფელში” – მიმართეს ადგილზე მყოფებმა აქციის მონაწილეებს.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც 165 დღეა აქციას მართავენ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისვლას აპირებდნენ, სადაც მათი თქმით, მისთვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის დახმარება ეთხოვათ.

შეგახსენებთ, რომ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების გაჩერების მოთხოვნით, ადგილობრივი მოსახლეობა აქციის გამართვას გეგმავდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა ადგილობრივი მაღაროების მუშაობის გაჩერება და კომპანიის მხრიდან კომპენსაციების გაცემაა.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, შუქრუთის მოსახლეობის ნაწილს, რომლებიც მაღაროების ბლოკირებას ახდენენ, კომპენსაცია მოღებული აქვთ და ამჯერად, დამატებით თანხებს მოითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები