LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვებულებიდან დაბრუნებულ ოჯახს ტელევიზორთან წამოკოტრიალებული უცნობი დახვდა, ქალი მათ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი და მათ საკვებს შეექცეოდა

45
567

ავსტრალიელი ოჯახი შვებულებიდან დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ მათ არ ყოფნაში სახლს უცნობი ადამიანი დაჰპატრონებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

დაუპატიჟებელი სტუმარი სავარძელში იჯდა, ტელევიზორს უყურებდა და თან დიასახლისის ტანსაცმელი ეცვა. გაოგნებულმა სახლის პატრონებმა მაშინვე პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცავები ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ და 34 წლის კანონდამრღვევი დააკავეს.

ქალს სხვის საკუთრებაში უკანონოდ შეჭრაში, სხვისი ქონების ქურდობასა და სხვისი ავტომობილის უკანონოდ გამოყენებაში დასდეს ბრალი. პოლიცია ვარაუდობს, რომ დაკავებულმა სხვის სახლში 6 დღე იცხოვრა. ის ამზადებდა საკვებს და ოჯახის საკუთრებას მოიხმარდა, დადიოდა მათი ავტომობილით, რომელიც დაამტვრია კიდეც.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 34 წლის ქალს წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები