ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვხდებით საშუალო კლასის ბრენდებს მაღალი რანგის თანამდებობის პირების გარდერობში. მეტიც, მსოფლიო მონარქები თითქმის ყოველდღე გვაოცებენ ახალი სამოსით და ხშირად ეს სამოსი ძალიან ბიუჯეტურია. ამის მაგალითი ამჯერად შვედეთის პრინცესამ, ვიქტორიამ გვაჩვენა. პარიზში მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტი მყოფი ვიქტორია სადღესასწაულო მიღებაზე H&M-ის სამოსით გამოჩნდა.
პრინცესამ პიჯაკი და შარვალი H&M-ის სადღესასწაულო „კაფსულა“ კოლექციიდან შეარჩია, რომელიც სტილისტთან, იბ კამართან კოლაბორაციით შეიქმნა. ეს გახლავთ მბზინავი შავი ორეული ვერცხლისფერი კოპლებით, ძალიან ორიგინალური და ამავე დროს სადღესასწაულო. საინტერესოა, რომ სამოსის ღირებულება 190 დოლარია.



