LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთის საზღვრები გაიზარდა – ნორვეგიამ კი მიწები დაკარგა

144
buyashq-uwo6e0Coh5Scq_ZEX_xEqPJP

შვედეთის ფართობი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში 500 კვადრატული მეტრით გაიზარდა, მაშინ როცა ნორვეგიამ ეს ნახევარი კილომეტრი დაკარგა. უჩვეულო შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მდინარემ, რომელიც ამ ორი ქვეყნის საზღვარს წარმოადგენს, მიმართულება შეიცვალა და მეორე მხარეს გადაიწია. საინტერესო სიახლის შესახებ teller report წერს.

ცვლილებები ნორვეგიელმა მესაზღვრეებმა კოსმოსიდან გადაღებულ კადრებში შეამჩნიეს. ამჟამად ისინი ამზადებენ დოკუმენტებს, რომელსაც ორი ქვეყნის მთავრობებს გაუგზავნიან. საზღვრის ოფიციალური ცვლილება შესაძლოა უკვე 2024 წელს დაფიქსირდეს.

ტერიტორია, რომელიც შვედეთისკენ „გადავიდა“ კერძო ფერმერს ეკუთვნის. მისი თქმით, ეს მიწები დაცულია და მათი ფორმალურად შვედეთის იურისდიქციაში გადასვლა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები