შვედეთში სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ ფეიერვერკები კერძო პირებს არ მიყიდონ. Sveriges radio-ს ინფორმაციით, საქმე ისაა, რომ ხმაური ცხოველებს ძალიან აშინებს.
ინიციატივის ავტორები ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები გახდნენ.
აქტივისტები ეყრდნობიან კვლევას, რომლის მიხედვითაც ფეიერვერკების გაშვების ადგილიდან 6 კილომეტრის რადიუსში ჩიტების დაზიანების სერიოზული რისკია. გარდა ამისა, აფეთქებების ხმა სერიოზულ სტრესს იწვევს სხვა ცხოველებშიც – იქნება ეს შინაური თუ გარეული.
გარდა ამისა, უფლებადამცველებმა მიუთითეს იმაზეც, რომ ფეიერვერკი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს და ჰაერში დიდი რაოდენობით მავნე გამონაბოლქვი გამოიყოფა.
შეგახსენებთ, რომ ცხოველების სიმშვიდისთვის ნიდერლანდების დიდ ნაწილში საახალწლო ფეიერვერკს საერთოდ არ გაუშვებენ.