LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედური ქალაქის მოსახლეობას ერთმანეთთან მისალმებას აიძულებენ

128
af61d97cc8986484e11f73c07533066a

შვედეთის საპორტო ქალაქის ხელისუფლება ხალხს ერთმანეთთან მისალმებას აიძულებს. ამის შესახებ Associated France Press წერს.

ჩრდილოეთის ქალაქ ლულეოში, რომლის მოსახლეობაც 80 ათასი ადამიანია, დაიწყო სოციალური კამპანია, რომელიც მცხოვრებლებს ერთმანეთთან მისალმებისა და კომუნიკაციის სტიმულს აძლევს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც აღბეჭდილია თუ როგორ ჩნდება ადამიანების მოღუშულ სახეებზე ღიმილი, როცა მათ შემთხვევითი გამვლელი ესალმებათ. ვიდეოს შემდეგი ტექსტი დაურთეს: „მეზობელთან მისალმება – ეს წვრილმანია, თუმცა კვლევამ აჩვენა რომ უბრალო „გამარჯობა“ სოციალური კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს, დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.“

ლულეოში ასეთი კამპანია იმის გამო დაიწყეს, რომ ადგილობრივები სულ უფრო ხშირად იტანჯებიან დეპრესიითა და მარტოობით, რაც მოკლე დღეს და ყინვებს უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები