LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიაში ტბის სიღრმიდან 230 ლიტრი ჯინი მოიპარეს

158
gin_ball_stolen_lake_constance

შვეიცარიაში ბოდენის ტბის სიღრმიდან 230 ლიტრი ჯინი მოიპარეს. შემთხვევა ავსტრიისა და გერმანიის საზღვართან მოხდა. ჯინი 800 კილოგრამიან მეტალის ცილინდრში ინახებოდა და ბეტონის ნაჭერზე იყო მიმაგრებული. მწარმოებელმა სასმელი უნიკალური გემოს მისაღებად წყალში 100 დღით ჩაძირა. ძარცვის შესახებ ინფორმაცია iamexpat-მა გაავრცელა.

როდესაც კომპანიის წარმომადგენლები ჯინის ამოსაღებად მივიდნენ, აღმოაჩინეს რომ ცილინდრი უბრალოდ გამქრალიყო. ადგილზე მაშინვე მყვინთავები გამოიძახეს, თუმცა ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო. როგორც გაირკვა, სასმელს ადგილი კი არ შეუცვლია, უბრალოდ გაქრა.

როგორც მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, ასეთი ძარცვის უკან მხოლოდ პროფესიონალები თუ იდგებიან – ტბის სიღრმიდან ჯინის ამოსატანად ნავები და სპეც-აღჭურვილობა იქნებოდა საჭირო.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მეტალის ცილინდრში მოთავსებული 400 ბოთლიდან, უმრავლესობა უკვე გაყიდული იყო. მათი მფლობელები კი ჯინს დროულად ვეღარ მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები