შვეიცარიული სოფელი ყოველ ახალ მაცხოვრებელს 60 ათას დოლარს გადაუხდის. ვალაისის კანტონში მდებარე სოფელი ალბინენი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პატარა დასახლებაა. უკვე წლებია ადგილობრივები საცხოვრებლად დიდ ქალაქებში გადადიან და სოფელი გადაშენების საფრთხის წინაშეც კი დადგა. ამჟამად დასახლებაში სულ 240 ადამიანი ცხოვრობსდა ხელისუფლებამაც საინტერესო გეგმა მოიფიქრა. ისინი ეძებენ ოჯახებს, რომლებიც მზად იქნებიან ალბინენში გადასახლდნენ, სადაც მათ სახლს და 60 ათას დოლარს დაახვედრებენ. ერთადერთი პირობა ისაა, რომ გადასვლის მსურველები 45 წლამდე ასაკის უნდა იყვნენ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაც უნდა უყვარდეთ.