LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილებს პირველ რიგში უნდა ვასწავლო უფლის სიყვარული, ადამიანების მოყვასის, სამშობლოს სიყვარული … უფალს ვთხოვ, მომცეს ამის ძალა“ – თამუნა ამონაშვილი „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“ დედობის შესახებ საუბრობს

198
თამუნა ამონაშვილი

მომღერალი თამუნა ამონაშვილი და მისი მეუღლე, პროდიუსერი რეზიკო არჩვაძე, 16-წლიანი მოლოდინის შემდეგ ტყუპების მშობლები გახდნენ. პატარები – იონა და მელანია ქვეყანას 2025 წლის 1-ელ სექტემბერს, სუროგატი დედის დახმარებით მოევლინნენ.

ფოტოები: „გაქრისტიანდნენ ჩვენი ტყუპები – იონა და მელანია“ – თამუნა ამონაშვილის შვილების ნათლობიდან ნატო დუმბაძე კადრებს გვიზიარებს

მომღერალმა საკუთარი განცდების შესახებ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვილების დაბადებამ მისი ცხოვრების პრიორიტეტები სრულად შეცვალა. მომღერალმა გაიხსენა, რომ დიდი ოჯახი მისი ბავშვობის ოცნება იყო.

ამასთან, აღნიშნა, რომ მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, მან 10 წლის წინ მეგობრების დახმარებით შეძლო კვერცხუჯრედის გაყინვა, რამაც წლების შემდეგ დედობის შესაძლებლობა მისცა.

„ბავშვები რომ დაიბადნენ, აღმოვაჩინე რომ რაც ჩემთვის წინა პლანზე იყო, უკან გადაინაცვლა. ბავშვების მთლიან რუტინაში მოვექეცი, ოცნებებში, ჯაფაში, დღე-ღამის ცვალებადობაში და ფიქრში თუ როგორები გაიზრდებიან…

ბევრი კითხვა გიჩნდება, როგორ იქნება, როგორ გავაკეთებ, მაგრამ მე ყოველთვის მაქვს უფლის იმედი… საოცარია [დედობის შეგრძნება], სადღაც სხვა პლანეტაზე ვარ, ლამაზ და მშვენიერ პლანეტაზე, მაგრამ სიტყვას ვერ ვპოულობ რა შეგრძნებაა… ბავშვობიდან ვოცნებობდი დიდ ოჯახზე, ბავშვებზე… ეს შესაძლებლობა ფინანსურად არ იყო ათი წლის წინ, საოცარ თანხებზე იყო მაშინ საუბარი, კვერცხუჯრედის გაყინვის მეტი ვერაფერი ვქენი, ესეც ჩემი მეგობრების დახმარებით შევძელი… შვილებს პირველ რიგში უნდა ვასწავლო უფლის სიყვარული, ადამიანების მოყვასის, სამშობლოს სიყვარული … უფალს ვთხოვ, მომცეს ამის ძალა“

ფოტო: თამუნა ამონაშვილისა და რეზი არჩვაძის ტყუპების პირველი საჯარო გამოჩენა: „პირველად სატელევიზიო სივრცეში, მელანია და იონა…“

„სულ ვტრიალებ. მართლა მიკვირს, საიდან მაქვს ამდენი ენერგია“ – თამუნა ამონაშვილი დედობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g