LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

167
1554739010

ახალციხის რაიონულ სასამართლოში შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დედის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ საპროცესო გარიგებაზე ადვოკატის შუამდგომლობაარ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

პროკურორის არგუმენტით, შესაძლებელი იყო ბრალდებულს ქვეყანა დაეტოვებინა, რადგან მას აქვს სხვა ქვეყანაში ბინადრობის უფლება.

62 წლის ქალს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 1 იანვარს, ღამით, სახლში ურთიერთშელაპარაკების დროს, საკუთარ შვილს, 41 წლის მამაკაცს, დანით, გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g