ინტერნეტში სიას ახალი სიმღერა „My Arena“ გამოჩნდა. სიმღერა ავსტრალიელი მომღერლის ახალი ალბომისთვის „This Is Acting“ ჩაიწერა, რომელიც გამოსვლაც 2016 წლის დასაწყისში იგეგმება.
დისკის მხარდასაჭერი პირველი სინგლი იყო „Alive“. თავდაპირველად სიმღერა ადელისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მომღერალმა მასზე უარი თქვა საბოლოო ჯამში იგი წილად სიას ხვდა.