LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიარას ბოიფრენდი ქორწინებამდე სექსის წინააღმდეგია

38

როგორც ჩანს, ამერიკელ მომღერალ სიარასა და მის მეწყვილე რასელ უილსონს, შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. რამდენიმე დღის წინ რასელმა, პრესასთან მიცემულ ინტერვიუში, განაცხადა, რომ იგი ქორწინებამდე სექსის წინააღმდეგია, რაშიც მოგვიანებით თავად მომღერალიც დაეთანხმა.

„როდესაც რასელმა ეს განცხადება გააკეთა, გულწრფელი იყო. ბევრ ადამიანს ვიცნობ ვინც ჩვენსავითაა. ჩვენ რეალური ადამიანები ვართ და ყოველთვის ვცდილობთ სიმართლე ვილაპარაკოთ“ – განაცხადა სიარამ „MTV Music Video Awards”-ზე.

“მე და უილსონს, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, შესაბამისად, მისი ნებისმიერი განცხადება თუ იდეა, ჩემთვის მისაღებია. ხოლო რაც შეეხება სექსს, აბსოლუტურად ვეთანხმები. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ურთიერთობა ისევე იდეალურად გაგრძელდეს, როგორც არის. შესაბამისად, ერთმანეთის აზრებს მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევთ და ვცდილობთ, რომ გულშემატკივრებსაც ჩვენი რეალური სახე ვანახოთ“, –  ამბობს ამერიკელი მომღერალი.