LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიას ახალი დისკის რელიზის თარიღი ცნობილია

170
Sia-releases-album-cover-for-upcoming-album-with-exciting-teasers

სიამ ახალი დისკის რელიზის თარიღი გაამხილა. ავსტრალიელი არტისტის ინფორმაციით, მისი მე-10 სტუდიური ალბომი – Reasonable Woman 3 მაისს გამოვა.

აღსანიშნავია, რომ ფირფიტაში ისეთ საკულტო შემსრულებლებთან კოლაბორაციები შედის, როგორებიც: კაილი მინოუგი და Chaka Khan არიან.

 

View this post on Instagram

 

A post shared by SIA (@siamusic)

კრებულის ლიდ სინგლი – Gimme Love, 48 წლის მომღერალმა 2023-ის 13 სექტემბერს გამოუშვა.

ცნობისთვის, ფირფიტის მეორე სინგლის – Dance Alone რელიზი დღეს, 7 თებერვალს შედგა. სიმღერა კაილი მინოუგთან დუეტია. საგულისხმოა, რომ ამ ტრეკისთვის, ორმა ავსტრალიელმა მუსიკოსმა პირველად ითანამშრომლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები